ტენერიფე რეალთან დამარცხდა | გიორგი შერმადინს 10 ქულა ჰქონდა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "ტენერიფე" პირველადგილოსან "რეალ მადრიდთან" 68:79 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა მატჩში 15:27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა მარიო ჰეზონიამ ჩააგდო, 15 ქულა ჰქონდა ტრეი ტიმ აბრომაიტისს.
"ტენერიფე" ACB ლიგის ცხრილში 42 ქულით მე-2 პოზიციაზეა (21 მოგება, 6 მარცხი) და პირველადგილოსან მადრიდის "რეალს" 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ტორტონას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 აპრილს, 20:30 საათზე გაიმართება.
Final en el Santiago Martín.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) April 13, 2025
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/ZLiSHlCnDB