გიორგი შერმადინი ნაკრებში რჩება
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი ნაკრებში რჩება და ჯვაროსნებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ნოემბრის მატჩებშიც დაეხმარება.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შერმადინი ნაკრებს ევრობასკეტის შემდეგ დატოვებდა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს.
კვიპროსთან მოპოვებული ქულების შემდეგ, გიორგი შერმადინმა მანუჩარ მარკოიშვილს გადაასწრო და ევრობასკეტზე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის 248 ქულით, მე-3 ადგილზე ავიდა. პირველ ადგილს 357 ქულით ოთარ ქორქია იკავებს, მეორეზე კი თორნიკე შენგელია (299) იმყოფება.