Belive

ტენერიფემ გიორგი შერმადინს დაბადების დღე მიულოცა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და "ლენოვო ტენერიფეს" ცენტრი - გიორგი შერმადინი 35 წლის გახდა. ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა, შერმადინს დაბადების დღე Twitter-ზე განთავსებული პოსტით მიულოცა.

შეგახსენებთ, გიორგი შერმადინი "ლენოვო ტენერიფეს" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში, გუნდის ლიდერად და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეკორდსმენად ჩამოყალიბდა. შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მარტის MVP გახდა, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი თვის საუკეთესო მოთამაშედ მე-13-ედ დასახელდა. მეორე ადგილს ტანოკა ბერდი (10) იკავებს. გიორგი შერმადინი ტურის MVP-ის ტიტულების რაოდენობითაც (21) რეკორდსმენია.

სხვა სტატიები