Belive

გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება - სეზონის და დეკადის საუკეთესოებში

21 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ქალაქ ბადალონაში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო მოთამაშე აეკის კალათბურთელი ფრენკ ბარტლი გახდა. დეკადის საუკეთესო ხუთეულში კი ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინიც მოხვდა.

ბოლო ათწლეულის ხუთეული ასე გამოიყურება:

  • მარსელინიო უერტასი

  • გიორგი შერმადინი

  • ვოიტეხ ჰრუბანი

  • კენდრიკ პერი

  • კევინ პანტერი

მწვრთნელი: ჩუს ვიდორეტა.

ამას გარდა, ქართველი კალათბურთელი სეზონის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.

სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

  • გიორგი შერმადინი (ტენერიფე)

  • ფრენკ ბარტლი (აეკი)

  • რიკი რუბიო (ბადალონა)

  • ჯერიკ ჰარდინგი (რიტასი)

  • რაიქუან გრეი (აეკი)

სხვა სტატიები