გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა
"ლენოვო ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ამ სეზონში მეორედ, ხოლო კარიერაში მეცამეტედ გადასცეს MVP-ს ჯილდო.
თამაშში გიორგი შერმადინის საშუალო მაჩვენებელი ამ პერიოდში 13.8 ქულა, პროცენტული მაჩვენებელი ორქულიანი მცდელობისას 77.4% (24/31) და საჯარიმოდან 91.3% (21/23), 5.4 მოხსნა (3.8 დაცვაში და 1.6 შეტევაში), 2 ბლოკი, 1.2 ასისტი და 4.8 შეცდომა, ჯამში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22.4-ია საშუალოდ 21 წუთსა და 45 წამში.
მეცამეტე MVP-ს ტიტულით გიორგი შერმადინი არის მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოახერხა თვის საუკეთესო კალათბურთელის წოდების მიღება, უსწრებს ტანოკა ბერდს (10), ლუ როეს (9) და არვიდას საბონისს (7).
🏆 La vida es eso que pasa mientras @gioshermadini sigue acumulando premios y yo pienso cómo de grande será la vitrina que tiene en su casa para guardarlos.
— Liga Endesa (@ACBCOM) March 31, 2024
Sí, he did it again...
¡GIO SHERMADINI, #MVPMovistar del mes de MARZO!#LigaEndesa | @CB1939Canarias
💙 @movistar_es pic.twitter.com/jJEhJkj48T