ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ტენერიფემ" "შოლე" 20 ქულიანი სხვაობით, 95:75 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა პარკეტზე 18:32 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.
მატჩის MVP კი "ტენერიფეს" ფინელი ლეგიონერი - სასუ სალინი გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა და 8/9 სამქულიანი ჩააგდო.
"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თურქულ "დარუშაფაკას" დაუპირისპირდება. მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.