Belive

ოფიციალურად | იოკიჩი სერბეთის ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე დაეხმარება

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშების დაწყებამდე, ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება.

მოახლებული პარიზის ოლიმპიადისთვის, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სვეტისლავ პეშიჩმა, ოლიმპიადაზე 16-კაციანი კანდიდატურთა სია გამოაქვეყნა, სადაც ვხედავთ ნიკოლა იოკიჩსაც, რომელიც NBA-ს პრესკონფერენციებზე ამბობდა, რომ არ იცოდა, ითამაშებდა თუ არა პარიზის ოლიმპიადაზე.

სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ვხედავთ ისეთ ცნობილ კალათბურთელებს, როგორებიც არიან: ვასილი მიჩიჩი ("შარლოტი"); ნიკოლა იოვიჩი ("მაიამი"); ბოგდან ბოგდანოვიჩი ("ატლანტა"); ალექსეი პოკუსევსკი ("შარლოტი") და ნიკოლა იოკიჩი ("დენვერი").

შემადგენლობა საწვრთნელ შეკრებას 24 ივნისს დაიწყებს, პირველი ამხანაგური თამაშები გაიმართება 5 ივლისს და 7 ივლისს, შესაბამისად, ნიდერლანდებთან და თურქეთთან.

მოგვიანებით, სერბეთი ლიონში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს საფრანგეთთან ითამაშებს. მოსამზადებელი ციკლის დასასრულებლად სერბეთი 16 ივლისს ავსტრალიას შეხვდება, ხოლო 17 ივლისს აშშ-ს აბუ დაბიში დაუპირისპირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე C ჯგუფში: აშშ-ს და სამხრეთ სუდანის ნაკრებებთან ითამაშებს, მათი ჯგუფის მეოთხე ნაკრების ვინაობა კი, პუერტო რიკოში გასამართ ოლიმპიურ შესარჩევ ეტაპზე გაირკვევა, სადაც მონაწილეობას - იტალია, ბაჰრეინი, მექსიკა, პუერტო რიკო და კოდ' დივუარი მიიღებენ.

სხვა სტატიები