ტენერიფე ბარსელონასთან ესპანეთის თასის ნახევარფინალში დამარცხდა
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" "ბარსელონასთან" დიდი სხვაობით 108:76 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 26:37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო) ჩააგდო ასევე 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა ტიმ აბრომაიტისმა ჩააგდო. 15-15 ქულა ჰქონდათ ვილი ერნანგომესს და მარსელინიო უერტასს.
Nos despedimos de la #CopaACB, tras caer en semifinales ante un rival que ha sido superior
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) February 17, 2024
🙏 Gracias de corazón a nuestra afición por acompañarnos tanto aquí como desde la distancia
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/5psETxK7K0
"ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.