Belive

პირველი გამარჯვება ბარსაში - შენგელიამ პანათინაიკოსს 17 ქულა ჩაუგდო

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ევროლიგის მეორე ტურში, პანათინაიკოსმა საკუთარ არენაზე ბარსელონას უმასპინძლა და 96:103 დამარცხდა.

თორნიკე შენგელია ახალი გუნდის ძირითადი ხუთეულის წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე, თორნიკემ ბარსასთან ერთად 3 შეხვედრა ჩაატარა (2 ამხანაგური და 1 ოფიციალური - ევროლიგაზე) და გუნდი სამივე შეხვედრაში დამარცხდა, ასე რომ, დღეს პანათინაიკოსთან მოპოვებული გამარჯვება, ჩვენი ნაკრების კაპიტნისთვის, პირველია ესპანეთში გადასვლის შემდეგ.

შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა. 100%-იანი შედეგით ესროდა საშუალო დისტანციიდან და საჯარიმოს ხაზიდან (4/4 ორქულიანი და 3/3 საჯარიმო), ხოლო პერიმეტრიდან 4-დან 2-ჯერ ჩააგდო. ქართველმა ბარსელონას 17 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა, ასევე ერთხელ დააფარა მოწინააღმდეგეს.

ბარსელონა ევროლიგაში მე-14 ადილზეა (1 წაგებითა და 1 მოგებით). გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს სტუმრად, ვალენსიასთან შეხვედრით გახსნის, მატჩი 5 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები