Belive

ტავარეში: ,,ყველა მატჩში მოსაგებად გამოვალთ''

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კაბო ვერდეს საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა, ედი ტავარეშმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მიზნად ყველა მატჩის მოგებას ისახავს:

,,ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე პატარა ქვეყანა ვართ და ეს დამატებითი მოტივაციაა. ამ ტურნირზე მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რასაც შეიძლება კალათბურთში მიაღწიო და ჩვენ აქ ვართ.

 

ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ამ ჯგუფში ყოფნა დიდი პატივია. ვაპირებთ, რომ თითოეული თამაშით სიამოვნება მივიღოთ, თუმცა ყველა მატჩში მოსაგებად გამოვალთ.'' - ტავარეშის სიტყვებს მარკა ციტირებს.

კაბო ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს სწორედ კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები