ევრობასკეტი 2025 | რომელი ნაკრებისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზს
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
რომელი ნაკრებისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზს ევრობასკეტზე? ფიბას ოფიციალური საიტი აღნიშნული სათაურით სტატიას აქვეყნებს და გამოკითხვას ატარებს, სადაც საქართველოც მოხვდა. მათ შეარჩიეს 14 ეროვნული ნაკრები, რომლებსაც XXI საუკუნეში ტურნირზე მედლები არ მოუპოვებიათ და ამჟამად ფიბას მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო 10 ნაკრებს მიღმა არიან.
სპორტში ყველაზე დაუვიწყარი მომენტები სწორედ მაშინ ფიქსირდება, როდესაც გუნდები აუტსაიდერებად ითვლებიან და უცებ სიურპრიზს გვთავაზობენ.
ასეთი მომენტი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, მათ ყურადღება მიიპყრეს 2011 წელს 1/2-ფინალში გასვლით, რადგან ამას ძალიან ცოტა ადამიანი თუ იწინასწამეტყველებდა, იგივე გააკეთა 2022 წელს პოლონეთმა. რომელი იქნება ისეთი ნაკრები, რომელიც 2025 წლის ევრობასკეტზე მსგავს სიურპრიზს შემოგვთავაზებს და მათი თამაში მოლოდინს გადააჭარბებს - Fiba Eurobasket
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, ხმის მიცემას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ:
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი:
საქართველო
იტალია
ესპანეთი
საბერძნეთი
ბოსნია
კვიპროსი
თამაშების განრიგი კი ასეთია:
საქართველო VS ესპანეთი - 28 აგვისტო
იტალია VS საქართველო - 30 აგვისტო
საქართველო VS საბერძნეთი - 31 აგვისტო
კვიპროსი VS საქართველო - 2 სექტემბერი
ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო - 4 სექტემბერი