Belive

ტაირის მაქსის კარიერის რეკორდი - ფილადელფიამ სტუმრად იუტასთან იმარჯვა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,იუტა ჯაზმა'' ,,ფილადელფია სიქსერსს'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:127 დამარცხდა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა სტუმართა უკანახაზელმა, ტაირის მაქსიმ, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი, 51 ქულა მოაგროვა (წინა პირადი რეკორდი 50 ქულა იყო). მაქსიმ 18-დან 10 ორქულიანი, 9-დან 7 სამქულიანი და 11-დან 10 ჯარიმა ჩააგდო.

,,იუტას'' 28 ქულით, 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ლაური მარკანენმა ულიდერა.

,,ფილადელფია'' 30 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ,,იუტა ჯაზი'' კი 24 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთში მეათეა.

View this post on Instagram

A post shared by NBA (@nba)

სხვა სტატიები