Belive

ჯოშ ჰარტის 10 ქულა 10 მოხსნა და 10 ასისტი | იშვიათი სამმაგი დუბლი NBA-ში

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "იუტა ჯაზი" 118:103 დაამარცხა.

შეხვედრა გამორჩეული იყო არა ანგარიშით, არამედ ერთი კონკრეტული მოთამაშის ასპარეზობით, ჯოშ ჰარტმა უიშვიათესი სახის სამმაგი დუბლი შეასრულა და სტატისტიკაც შთამბეჭდავია, ამერიკელმა კალათბურთელმა 10 ქულა, 10 მოხსნა და 10 ასისტი შეასრულა, ამას გარდა ის გახდა NBA-ის ისტორიაში მე-10 მოთამაშე, რომელმაც ზუსტად მინიმალური სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. აღსანიშნავია, რომ ჰარტისთვის ეს კარიერაში პირველი სამმაგი დუბლია.

გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა დონტე დივინჩენცოს, მან 33 ქულა დააგროვა, საიდანაც 9 სამქულიანი იყო და ეს მისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია, ამასთან ამერიკელმა კალათბურთელმა 5 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკი შეასრულა. ის არის მეორე მოთამაშე ამ სეზონში (2023/24), რომელმაც 30+ ქულა დააგროვა, 5+ მოხსნა, 4+ ჩაჭრა და მინიმუმ 8 სამქულიანი ჩააგდება მოახერხა.

შედეგიანობის მხრივ მეორე ჯეილენ ბრანსონი იყო 29 ქულით.

სხვა სტატიები