Belive

სანდრო მამუკელაშვილმა 14 წუთი ითამაშა | სან ანტონიო იუტასთან დამარცხდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" 109:128 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა წინა მატჩებთან შედარებით მეტი სათამაშო დრო მიიღო, მან 13:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულის ჩაგდება მოახერხა (5-დან 4 ბურთი, 80%), მას ასევე 1 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა ჰქონდა.

მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა დევინ ვასელს ჰქონდა, მან ასევე 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. "სან ანტონიოდან ორმაგი დუბლი შეასრულა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა ჰქონდა და 5 ბლოკიც.

26 ქულის ჩაგდება მოახერხა ლაური მარკანენმა. ორმაგი დუბლი კი ორმა კალათბურთელმა მიითვალა ჯორდან კლარკსონს 22 ქულა და 10 ასისტი ჰქონდა, ხოლო კოლინ სექსტონს 16 ქულა და 10 ასისტი.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 47 წაგებით ბოლო მე-15 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 28 თებერვალს "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები