ტაირის ჰალიბარტონმა კრის პოლის უნიკალური მიღწევა გაიმეორა
,,ინდიანა პეისერსმა'' ,,ჩიკაგო ბულსს'' სტუმრად 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:104 მოუგო.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ,,პეისერსის'' უკანახაზელმა, ტაირის ჰალიბარტონმა - 23 წლის კალათბურთელი გახდა მეორე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც 20+ ქულა და 20+ ასისტი დაკარგვის გარეშე მოაგროვა (ტაირისს 21 ქულასთან და 20 პასთან ერთად, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა).
ჰალიბარტონმა კრის პოლის შედეგი გაიმეორა, რომელმაც ანალოგიური სტატისტიკა 2016 წლის 10 დეკემბერს, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსის'' წინააღმდეგ დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში ,,ინდიანას'' ლიდერი საშუალოდ 24,8 ქულას, 12,1 ასისტს (პირველი ლიგაში), 4 მოხსნასა და 1 ჩაჭრას აგროვებს.
Tyrese Haliburton put on a SPECIAL performance in the Pacers' win in Chicago!
— NBA (@NBA) December 29, 2023
21 PTS
20 AST
0 T0
Hali becomes the second player in NBA history to record 20+ PTS, 20+ AST and 0 TO in a game (Chris Paul - 12/10/2016) pic.twitter.com/xDgVffWfZA