გოგა ბითაძემ ინდიანასთან მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:111 დაამარცხა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 30 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულას, 12 მოხსნას, 3 დაფარებას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ მატჩში 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
,,ორლანდოს'' 28 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. ,,ინდიანას'' შემადგენლობაში კი 20 ქულით, 11 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით ბენედიქტ მატურინი გამოირჩა.
,,მეჯიქი'' 3 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 9 ნოემბერს, ,,ნიუ ორლეანს პელიკანსის'' წინააღმდეგ გამართავს.