ბრაუნის 40 ქულა - ბოსტონმა ინდიანას მეორე მატჩიც მოუგო
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-2 მატჩში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:110 დაამარცხა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ,,სელტიქსის'' ფორვარდმა, ჯეილენ ბრაუნმა, რომელმაც არასრულ 37 წუთში 40 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 23 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე.
,,ინდიანას'' 28 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით პასკალ სიაკამმა ულიდერა.10 ქულას, 8 ასისტს, 4 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ტაირის ჰალიბარტონმა.
გუნდებს შორის მომდევნო მატჩი კვირას, 26 მაისს, ინდიანაპოლისში გაიმართება.