სპურსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა - სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" დაუპირისპირდა და 111:114 დამარცხდა. "სპურსის" შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
პარკეტზე გატარებულ 22:39 წუთში, სანდრო მამუკელაშვილმა 11 ქულის, 8 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.