ტორონტომ კლივლენდი დაამარცხა | სანდროს კარგი მატჩი ჰქონდა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა კლივლენდ კავალიერსი 112:101 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 18:35 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა ივან მობლიმ ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა დე ანდრე ჰანტერს, ხოლო ტორონტო რეპტორსიდან 20-20 ქულით 3 კალათბურთელი გამოირჩა - ერ ჯეი ბარეტი, ჯეიმისონ ბეთლი და ბრენდონ ინგრამი.
ტორონტო რეპტორსი 2 მოგებით და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 3 ნოემბერს, მემფის გრიზლისს წინააღმდეგ გამართავს.