Belive

სპურსი კვლავ დამარცხდა - მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დენვერმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და 132:120 დაამარცხა.

სანახაობრივი და უხვქულიანი შეხვედრის მთავარ გმირად ამჯერადაც ნიკოლა იოკიჩი მოგვევლინა, რომელსაც მორიგ სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. "დენვერის" სერბმა ლიდერმა 39 ქულა, 11 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.

"სპურსის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ვიქტორ ვემბანიამა გახდა (22 ქულა, 11 მოხსნა, 2 ასისტი). სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა - მამუმ პარკეტზე 6:32 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"სპურსი" კატასტროფულ ფორმაშია და ეს გუნდის ნაჩვენებ შედეგშიც ჩანს - პოპოვიჩის გუნდს ზედიზედ 12-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

სხვა სტატიები