Belive

მამუკელაშვილის 13 და ბითაძის 2 ქულა | გამარჯვება ტორონტომ დაიტოვა

1 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რაპტორსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 107:106 დაამარცხა. ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა, სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ სანდრომ კიდევ ერთხელ დაიწყო ძირითადი ხუთეულიდან.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ტორონტოს 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება შესძინა. სანდრომ თამაშიდან 50%-იანი სიზუსტით ისროლა, 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამიანები არ გამოუვიდა (3-დან ვერცერთი). საჯარიმო ხაზიდან სამჯერ ისროლა და ყველა შემთხვევაში ბურთი კალათში ჩავარდა.

გოგა ბითაძემ, ტრავმის გამო, 3 შეხვედრა გამოტოვა და სწორედ ამ მატჩში დაბრუნდა, მან უფრო ცოტა ითამაშა (16 წუთი) და შედარებით მოკრძალებული სტატისტიკაც ჰქონდა: 2ქულა, 5 მოხსნა და ორი დაფარება. გოგამ სულ 2-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს და ერთხელ ზუსტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ტორონტო და ორლანდო, აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში, მეზობლები იყვნენ, ახლა კი მათ შორის მაიამი ჰიტი აღმოჩნდა (რეპტორსი მეოთხეზე 20 მოგებით/მეჯიქი მეექვსეზე 18 მოგებით).

სხვა სტატიები