Belive

შროდერი მზადაა, თავისი მედალი გადასცეს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რომელიც ევრობასკეტის განაცხადში ვერ მოხვდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა, დენის შროდერმა, ევრობასკეტზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალზე ისაუბრა.

29 წლის კალათბურთელის თქმით, მზადაა, თავისი მედალი ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რობინ ბენცინგს გადასცეს, რომელიც ზაფხულში ეროვნულ გუნდთან ერთად იყო, თუმცა ევრობასკეტის განაცხადში ვერ მოხვდა.

,,იმ 8-9 წლის განმავლობაში, რაც გერმანიის ნაკრებში ვარ, სწორედ ამისთვის ვმუშაობდით. რაღაც მსგავსის მიღწევა გვინდოდა. რა თქმა უნდა, ოქროს მოპოვება ყველას გვსურდა, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი მედალი იყო...

უნდა გავარკვიოთ, მოგვცემენ თუ არა კიდევ ერთ ეგზემპლარს, თუ არა, მაშინ ჩემს მედალს რობინ ბენცინგს გადავცემ,'' - განაცხადა შროდერმა.

გერმანიის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში ევრობასკეტის მასპინძლები ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდნენ.

სხვა სტატიები