ევრობასკეტის პირველი ფინალისტი - საფრანგეთმა პოლონეთს 41 ქულით მოუგო
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთი 41-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95-54 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ფრანგების შემადგენლობაში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით გერშონ იაბუსელე გამოირჩა. 10 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო ევან ფურნიეს ანგარშზე.
პოლონეთს 9 ქულით, 2 მოხსნით და 2 ასისტით სლოტერმა ულიდერა.
საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ევრობასკეტი ერთხელ აქვს მოგებული, ფინალში მეოთხედ ითამაშებს.
გადამწყვეტ მატჩში ფრანგების მეტოქე დღეს, გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირებაში გაირკვევა. შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.