Belive

მეოთხედ ისტორიაში - ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთს 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:76 მოუგო და ევრობასკეტის გამარჯვებული ისტორიაში მეოთხედ გახდა.

ესპანელებს ხუანჩო ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულა და 8 მოხსნა იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე.

საფრანგეთის შემადგენლობაში 23 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ევან ფურნიე გამოირჩა. 16 ქულას, 7 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი ტომას ერტელმა.

ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეათედ ითამაშა, ფრანგებისთვის კი ეს მეოთხე ფინალი იყო.

სხვა სტატიები