Belive

"შესაძლოა გუნდისთვის დამატებითი იარაღი გახდეს" - THE ATHLETIC მამუკელაშვილზე

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ავტორიტეტული მედია გამოცემა THE ATHLETIC, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოთამაშე იმ ცენტრების შესახებ წერს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ.

ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოადგენს. ავტორიტეტული გამოცემა აღნიშნავს, რომ NBA-ში თავის დამკვიდრების უკეთესი შანსი სანდრო მამუკელაშვილს აქვს.

"მილუოკი ბაქსიდან" გაშვების შემდეგ, მამუკელაშვილი "სან ანტონიომ" დაიმატა. მისი სიმაღლის მიუხედავად, მამუკელაშვილი ბურთს კარგად აკონტროლებს და პასის მიცემაც ეხერხება. იმ შემთხვევაში თუ 3-ქულიან სროლებს უფრო სტაბილურს გახდის, შესაძლოა, "სან ანტონიოსთვის" დამატებითი იარაღი გახდეს. როტაციაში მამუკელაშვილის ადგილი უნდა გამოიძებნოს.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გოგა ბითაძემ იმედები ვერ გაამართლა. კარგი სროლა და ათლეტური მონაცემები აქვს, მაგრამ წინ კიდევ დიდი სამუშაოა. გოგა ბითაძე ძლიერია დაფარებებში, მაგრამ დაცვაში ბევრ ჯარიმას იღებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ორლანდო" მას 2.1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეინარჩუნებს - უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ბითაძეს მინიმალურპირობებს შესთავაზებენ და უარის შემთხვევაში, გოგას შესაძლოა ევროპაში დაბრუნება მოუხდეს", - THE ATHLETIC.

შეგახსენებთ, “სპურსის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სხვა სტატიები