Belive

სანდრო მამუკელაშვილმა გოლდენ სტეიტს 15 ქულა ჩაუგდო

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრესეზონის მეორე შეხვედრაში, გოლდენ სტეიტ უორიორსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლა და მეტოქე 124:98 დაამარცხა.

ლეიკერსის რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა და კიდევ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში. სანდრომ 18 წუთი ითამაშა - დააგროვა 15 ქულა (ყველაზე მეტი საკუთარ გუნდში), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. მაუკელაშვილმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

მამუს თამაში იმდენად მრავალმხრივია, რომ ლეიკერსს მოედანზე, მათ შორის დაცვაშიც, პრაქტიკულად ყველაფერს სთავაზობს. რუი ჰაჩიმურას კლიპერსში გადასვლა დასანანი იყო, თუმცა სრულიად ნათელია, რატომ სურდა ჯეი-ჯეი რედიკს მამუს თამაში თავის გუნდში: სამქულიანის სწრაფი სროლა და შეტევაში პარტნიორების დანახვის შესანიშნავი უნარი.

ლეიკერსის მოთამაშეებს თავისი შანსები უკეთ რომ გამოეყენებინათ, მას შეხვედრა ბევრად მეტი შედეგიანი გადაცემით შეეძლო დაესრულებინა, თუმცა ისედაც აშკარაა, რომ იგი უმაღლესი დონის დისტრიბუტორია. - ვკითხულობთ X-ზე (ლეიკერსის ფან-გვერდზე)

სხვა სტატიები