Belive

ორლანდო 2-ოვერტაიმიან შეხვედრაში დამარცხდა | გოგამ 9 წუთი ითამაშა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ფინიქს სანსთან 2-ოვერტაიმიან მატჩში 110:113 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 08:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა ჩააგდო დესმონდ ბეინმა, 27 ქულა ჰქონდა გრეისონ ალენს.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 26 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 23 თებერვალს, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართავს.