Belive

შერმადინმა დიდებული მატჩი ჩაატარა | ტენერიფე ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში მალაგას "უნიკახამ" საკუთარ დარბაზში "ტენერიფეს" უმასპინძლა და ანგარიშით 83:91 დამარცხდა, მატჩის პირველი მეოთხედი სრული თანაფარდობით წარიმართა და 26:26 დასრულდა. მეორე მეოთხედი უნიკახამ 4 ქულის სხვაობით მოიგო. მეორე ტაიმი კი მთლიანად ტენერიფეს უპირატესობით წარიმართა და საერთო ჯამში გიორგი შერმადინის გუნდმა 9 ქულით გაიმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე 9-ჯერ დადგა და 8 შემთხვევაში ბურთი კალათში მოათავსა. შერმადინმა 2-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ მის ნასროლს დააფარეს.

ესპანეთის თასის ორივე ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია, ტენერიფე "ბარსელონას" დამარცხებას შეეცდება, "რეალი" და "ვალენსია" კი ერთმანეთში გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.

სხვა სტატიები