გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ტენერიფეს ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) ოქტომბრის თვის MVP გახდა. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული კარიერაში მეთოთხმეტედ მოიპოვა.
გიორგი შერმადინმა ოქტომბრის თვეში გამართულ 4 მატჩში საშუალოდ 18.5 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა. შერმადინის ლიდერობით ტენერიფე დაუმარცხებლად ასპარეზობს და 4-დან 4 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის სათავეშია.
👑 𝙂𝙞𝙤 𝙎𝙝𝙚𝙧𝙢𝙖𝙙𝙞𝙣𝙞 𝙨𝙞𝙜𝙪𝙚 𝙖𝙜𝙧𝙖𝙣𝙙𝙖𝙣𝙙𝙤 𝙨𝙪 𝙡𝙚𝙮𝙚𝙣𝙙𝙖
— Liga Endesa (@ACBCOM) October 27, 2025
Con 18,5 puntos, 7 rebotes y 27 de valoración por partido en OCTUBRE, el gigante georgiano se convierte en el MVP del mes de la #LigaEndesa ✨
😎 @gioshermadini | @CB1939Canarias pic.twitter.com/W3H2LfE9Jw
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინზე მეტჯერ ესპანეთის ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული არავის მოუგია. მეტიც, მეორეადგილოსან ტანოკა ბერდსს (10) ქართველი ცენტრი უკვე 4 ტიტულით აღემატება.