გიორგი შერმადინმა რეალს 8 ქულა ჩაუგდო | ტენერიფე დამარცხდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანური ლიგა ენდესას მე-16 ტურში "რეალმა" საკუთარ არენაზე "ტენერიფეს" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, 96:86 გაიმარჯვა.
მატჩის ბედის გადამწყვეტი მეორე და მესამე მეოთხედები აღმოჩნდა, სადაც მასპინძლებმა 21 ქულით გაქცევა მოახერხეს. ბოლო მეოთხედი ტენერიფემ 11 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უდიდესი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულასა და 4 მოხსნას მოუყარა თავი. გიორგის 7-დან 4-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, საჯარიმოს ხაზზე კი არ დამდგარა.
რეალი და ტენერიფე ცხრილში მეზობლები არიან, მადრიდულ კლუბი 12 მოგებითა და 4 მარცხით მესამეზეა, ხოლო ტენერიფეს 11 მოგება და 5 წაგება აქვს, შესაბამისად მეოთხე ადგილს იკავებს.