Belive

შერმადინის საოცარი მატჩი - ტენერიფემ სტუმრად ბარსელონას მოუგო

15 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, 22-ე ტური სენსაციით დასრულდა. "ბარსელონა" შინ "ტენერიფესთან" უმძიმეს ბრძოლა 92:95 დამარცხდა.

საოცარი მატჩი ჰქონდა ქართველ 35 წლის ქართველ ცენტრს - გიორგი შერმადინს, რომელმაც მატჩში, მის თანაგუნდელ - დევიდ კრამერათან ერთად, ყველაზე მეტი, 20 ქულა ჩააგდო.

შერმადინმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა პერიოდშიც მის ანგარიშზე: 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შერმინატორს თამაშიდან 100%-იანი სროლის სიზუსტე ჰქონდა (8/8).

მატჩის შემდეგ, გიორგი შერმადინის შესახებ, "ტენერიფეს" მთავარმა მწვრთნელმა აღფრთოვანებით ისაუბრა.

"ხშირად მაკრიტიკებენ იმის შესახებ, რომ გუნდში რამდენიმე ვეტერანი მყავს - ახლა თამამად ვამბობ, რომ ეს ვეტერანები გუნდის ლიდერები არიან.

გიორგი შერმადინი და მარსელინიო ჰუერტასი ლიდერები არიან და მათ შეუძლიათ, რომ თამაშები მარტოებმა მოიგონ..." - ვიდორეტა

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ტენერიფებ" ACB ლიგაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და გუნდი საოცარ ფორმაში იმყოფება. 22 ტურის შემდეგ, "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ "რეალსა" და "უნიკახას" ჩამორჩება.