შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსია დაამარცხა
ესპანეთის ACB ლიგის მე-8 ტურში ,,ტენერიფემ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:78 მოუგო.
მასპინძელთა შემადგენლობაში 25 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შერმადინმა 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა.
,,ტენერიფე” 8 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 26 ნოემბერს, ,,ბრეოგანის” წინააღმდეგ გამართავს.
💣 ¿Estas bombitas no son más bien de @Huertas09?@gioshermadini 👀
— Liga Endesa (@ACBCOM) November 19, 2022
📹 @MovistarPlus #LigaEndesa | #ListosParaRomperla pic.twitter.com/D9JVeh5Akt