Belive

შერმადინის 17 ქულის მიუხედავად ტენერიფე განადგურდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპი დასკვნით ფაზაში გადავიდა. ტურნირზე მონაწილეობას იღებს ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის "ტენერიფე", რომელიც A ჯგუფში "ლუდვიგსბურგთან", "პრომეთესთან" და "სარდინია სასარისთან" ერთად ასპარეზობს. "ტენერიფემ" მე-5 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე "ლუდვიგსბურგს" უმასპინძლა. შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა, თუმცა სამწუხაროდ "ტენერიფე" მეტოქესთან 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:99 დამარცხდა. შერმადინმა პარკეტზე 20:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულას, 2 შედეგიან გადაცემასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერს მარგი ქმედების კოეფიციენტი +23 ჰქონდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. ჩემპიონთა ლიგაზე ტენერიფეელებმა მომდევნო ეტაპის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდეს. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს, 21 დეკემბერს, "სარდინია სასარის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები