შერმადინის 13 მოხსნა - ტენერიფე აეკთან დამარცხდა
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში, "ტენერიფესა" და "აეკის" დაპირისპირება შედგა. დაძაბული შეხვედრა, ესპანური კლუბის მარცხით, 73:77 დასრულდა, შესაბამისად, "ტენერიფე" მე-4 ადგილს დასჯერდა.
გიორგი შერადინმა 24 წუთში, 5 ქულის, 13 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
მართალია "ტენერიფესთვის" ევროტურნირი დასრულდა, მაგრამ კლუბი ესპანეთის ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სადაც პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.