გიორგი შერმადინს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა
ესპანეთის ACB ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ტენერიფე ვალენსიასთან 99:102 დამარცხდა
გიორგი შერმადინმა მატჩში 25:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა ხეან მონტერომ ჩააგდო, 22 ქულა ჰქონდა ხაიმე ფერნანდესს.
ტენერიფე ACB ლიგის ცხრილში 50 ქულით მე-2 ადგილზეა, მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 30 მაისს, 23:00 საათზე, მანრესას წინააღმდეგ ჩაატარებს. ცხრილის ბოლო თამაშების შემდეგ გაირკვევა თუ როგორ წყვილებს მივიღებთ პლეი-ოფში.
Lo hemos intentado hasta el final con un gran esfuerzo, pero no ha podido ser.
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) May 25, 2025
¡Seguimos, a por el siguiente!
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/lPfQdtbGiW