Belive

შერმადინის 11 ქულა სარაგოსასთან | ტენერიფემ გაიმარჯვა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში, სარაგოსამ ტენერიფეს უმასპინძლა და 76:84 დამარცხდა.

ტენერიფეს შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც საკუთარ გუნდს 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მოუტანა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო.

8 ჩატარებულ შეხვედრაში, ტენერიფეს 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს ისინი 7 დეკემბერს, რეალ მადრიდის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებს შეურთდება და 27/30 ნოემბერს ჯერ უკრაინის, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს (მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე).

სხვა სტატიები