შენგელიას შედეგიანი მატჩი - ბარსელონამ სარაგოსა დაამარცხა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ლიგა ენდესას (ლიგა ACB) 25-ე ტურში სარაგოსა ბარსელონას დაუპირისპირდა და 86:92 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ კატალონიური კლუბის მაისურით მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა - ქართველმა ვარსკვლავმა პარკეტზე გატარებულ დროში 13 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, რაც ბარსელონას მოთამაშეთა შორის მეორე საუკეთესო შედეგია.
Triomf molt treballat a Saragossa! 😤 pic.twitter.com/Lregk2ZcRI
— Barça Basket (@FCBbasket) April 5, 2026
ბარსელონა მომავალ მატჩს, ევროლიგის ეგიდით გამართავს - 7 აპრილს, 22:30 საათზე, კატალონიელები პანათინაიკოსს უმასპინძლებენ.