გიორგი შერმადინის ისტორიული მიღწევა | ქართველი ტენერიფეს რეკორდსმენია
ესპანეთის ACB ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ტენერიფე მანრესასთან 80:86 დამარცხდა.
გიორგი შერმადინისთვის მანრესასთან დაპირისპირება ისტორიული გამოდგა, რადგან ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, ტენერიფეს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. გიორგის ამ დროისთვის 3194 ქულა აქვს ჩაგდებული, მან ხერმან გონსალესს გადაუსწრო და ქართველი ამჟამად რეკორდსმენია.
DATOS | ¡HISTÓRICO @gioshermadini! Ya es el máximo anotador aurinegro en @acbcom 🤩‼️
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 7, 2026
➡️ Supera los 3.191 puntos del gran Germán González como jugador de La Laguna Tenerife
😍 ¡Eres GIGANTE, Gio! Orgullo aurinegro 💛🖤
ℹ️ Info ACB ➡️ https://t.co/1zxKtv9Y28 pic.twitter.com/NPqsQMl354
რაც შეეხება აღნიშნულ შეხვედრაში ქართველის სტატისტიკას, გიორგი შერმადინი მატჩის MVP გახდა, ქართველმა ცენტრმა 23:44 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 11-დან 10 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
20 ქულით მეორე ყველაზე შედეგიანი მარსელინიო უერტასი იყო, მანრესას რიგებიდან 15 ქულით გამოირჩა ალეხანდრო რეიესი.
ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-8 ადგილზეა (12 მოგება, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, გრან კანარიას წინააღმდეგ გამართავს.