Belive

შენგელიას ვირტუსი იტალიის ჩემპიონატის ფინალში მილანთან დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ,,მილანმა'' ,,ვირტუსი'' 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:64 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა. ეტორე მესინას გუნდმა სერია 4:2 დახურა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 20 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ,,მილანს” 23 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ლუიჯი დატომემ ულიდერა. თორნიკე შენგელიას ,,ვირტუსმა'' 2021-2022 წლების სეზონში ევროთასის მოგება შეძლო და ევროლიგის საგზური გაიფორმა. რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ქართველმა ფორვარდმა ბოლონიურ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

სხვა სტატიები