Belive

შენგელიას ტრევიზოში ჩასვლისას ნაკრები ვარჯიშზე დახვდა, კაპიტანი გუნდს მაშინვე შეუერთდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც იტალიაში საწვრთნელ შეკრებაზეა, გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდა:

,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი შენგელია ტრევიზოში 23 ივლისს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა რეისი გადაედო და ერთი ღამე ჩიკაგოში დარჩენა მოუხდა. თორნიკე ტრევიზოს სასტუმროში რომ მოვიდა, ნაკრები ვარჯიშზე დახვდა, ბარგი დაალაგა, ნაკრების ფორმა გადაიცვა და კაპიტანი ნაკრებს დარბაზში შეუერთდა.'' - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრები 29 ივლისს ტრევიზოში ეგვიპტეს დაუპირისპირდება, შეხვედრა დახურული სახის იქნება.

სხვა სტატიები