Belive

შენგელიას 10 ქულა რეალთან | ვირტუსი დამარცხდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 29-ე ტურში, "ვირტუს ბოლონიამ" "რეალ მადრიდი" მიიღო და მეტოქესთან 74:89 დამარცხდა. თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ. მან ამ დროში რეალს 10 ქულა ჩაუგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3-ჯერ ისროლა პერიმეტრის ხაზიდან და ზუსტი არცერთი არ აღმოჩნდა. შენგელიამ 2-ჯერ ჩაჭრა და ერთხელ თავად დაკარგა ბურთი.

რეალმა დიდ შესვენებამდე 13 ქულით მოახერხა წინ გასლვა და მატჩში ლიდერი არ შეცვლილა, ესპანელებს გერშონ იაბუსელემ 15 ქულითა და 7 მოხსნით ულიდერა, ბოლონიელების მხრიდან კი ყველაზე მეტი ქულა - 12 კორდინიერს ჰქონდა.

ვირტუს ბოლონია, 17 ქულით, ევროლიგის მე-7 ადგილზეა. რეალს კი 29-დან 23 მოგება აქვს და ლიდერია.

სხვა სტატიები