Belive

შენგელიას თანაგუნდელმა ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ვირტუს ბოლონიას" ერთ-ერთმა ლიდერმა და გამორჩეულმა მოთამაშემ კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, დანიელ ჰაკეტი "ვირტუსის" ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს.

36 წლის იტალიელმა კალათბურთელმა 2022 წელს "ცსკა" დატოვა და "ვირტუსს" შეუერთდა - ამ დროის განმავლობაში, ჰაკეტი ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და საკალათბურთო კლუბს იტალიის ჩემპიონატსა და ევროლიგაზე წარმატებით ასპარეზობაში ეხმარება.

სხვა სტატიები