ბარსელონამ მოიგო და პლეი-ოფისთვის ბრძოლას აგრძელებს
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის პლეი-ინში ბარსელონამ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:72 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას სასტარტო ხუთეულში იყო, 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თოკომ 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ბარსელონა ევროლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და პლეი-ინის ფინალში მონაკოს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს პანათინაიკოსთან 79:87 დამარცხდა.
გადამწყვეტი მატჩი პარასკევს, 24 აპრილს, მონაკოში გაიმართება.
🔵🔴BARCELONA eliminates Crvena Zvezda and moves on to face AS MONACO for a spot in the playoffs pic.twitter.com/KveviyYXAx
— Eurohoops (@Eurohoopsnet) April 21, 2026