Belive

ბარსელონამ მორაბანკ ანდორა დაამარცხა | თორნიკეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB) 34-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონამ მორაბანკ ანდორა 95:100 სტუმრად ოვერტაიმში დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 33:10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა კევინ პანტერმა დააგროვა, 16-16 ქულა ჩააგდეს შენონ ევანსმა და კაილ კურიჩმა.

ბარსელონა ACB ლიგის ცხრილში 48 ქულით (24 მოგება, 9 მარცხი) მე-5 პოზიციაზეა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას 31 მაისს ვალენსიას წინააღმდეგ გამართავს.