შენგელიას სუპერ მატჩი - ვირტუსმა ტრევიზო დაამარცხა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტრევიზოს'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:77 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 25 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თოკომ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
7 ტურის შემდეგ, ბოლონიელები 6 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.
,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 14 ნოემბერს, ევროლიგაში, ,,მილანის'' წინააღმდეგ გამართავს.