თორნიკე შენგელია იოკიჩთან და დონჩიჩთან ერთად ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ხვალ, ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟან პეტროვიჩის საპატივცემულო მატჩი ჩატარდება, სადაც თორნიკე შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ თავად ქართველი კალათბურთელის სოციალური ქსელიდან ვიგებთ. თოკოსთან ერთად მატჩში მონაწილეობას მიიღებენ: ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი. გუნდის მწვრთნელები იქნებიან ობრადოვიჩი და ნევენ სპაჰია.
ამ ღონისძიებას სათავეში უდგას ალეკსანდერ პეტროვიჩი (დრაჟანის ძმა).
როგორც პოსტში წერია, თორნიკე ერთ-ერთი პირველი იყო ევროლიგის ვარსკვლავებიდან ვისაც დაუკავშირდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კი ამ შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა