საკალათბურთო ევროლიგის ფორმატი შეიცვლება
საკალათბურთო ევროლიგის პრეზიდენტმა, დეიან ბოდიროგამ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში, ტურნირი 24 გუნდამდე გაფართოვდება და ორკონფერენციიან ფორმატზე გადავა. ლიგის ზრდაზე საუბრისას, ბოდიროგამ ხაზი გაუსვა სერბული გრანდების - ცრვენა ზვეზდასა და პარტიზანის გრძელვადიან პარტნიორებად შენარჩუნების სურვილსაც.
ევროლიგის პრეზიდენტი სერბეთში გადაცემა „Radar Forum“-ის სტუმარი იყო, სადაც ევროლიგის მიმდინარე და აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
ევროლიგა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა. ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით ზუსტად გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით.
შევეცდები, მოკლედ გაგიზიაროთ ევროლიგის ამჟამინდელი მდგომარეობა. გასულ წელს ჩვენს ტრიბუნებზე 3 300 000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა, ხოლო სატელევიზიო აუდიტორიამ სეზონის განმავლობაში 500 000 000 მაყურებელს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ასევე, მზარდია მაჩვენებლები სოციალურ ქსელებში. გვყავს სულ უფრო მეტი სპონსორი, პარტნიორი და გულშემატკივარი. ციფრებზე დაყრდნობით, ევროლიგა შესანიშნავ დინამიკას აჩვენებს. - აცხადებს ბოდიროგა
დადასტურებული ახალი ფორმატი მომავალი სეზონისთვის
ბოდიროგამ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ევროლიგა 24 გუნდამდე გაფართოვდება და ჩვეული სისტემა (სადაც ყველა ყველას ეთამაშება) ორკონფერენციიანი მიდგომით შეიცვლება:
ევროლიგის სამომავლო ნაბიჯები გაფართოება და ფრანჩაიზების სისტემაა. მომავალ წელს ვცვლით ფორმატს: ამჟამინდელი 20 კლუბისგან შემდგარი წრიული სისტემიდან, სადაც ყველა ყველას ეთამაშება, გადავდივართ 24 გუნდზე და პრაქტიკულად ორ კონფერენციას ჩამოვაყალიბებთ. ამ კონფერენციების შექმნის კრიტერიუმები ჯერ არ დაგვიზუსტებია. - დაამატა ევროლიგის პრეზიდენტმა
მიმდინარე კვირის დასაწყისში BasketNews-ის ჟურნალისტმა, დონატას ურბონასმა გაამხილა, რომ ფრანჩაიზ-ადგილების მოსაპოვებლად, მიმდინარე სეზონში, მთავარ ფავორიტებს შორის დუბაი (თორნიკე შენგელიას გუნდი), ვალენსია, პარიზი და პაოკი სახელდებიან (შეგახსენებთ, რომ ევროლიგას ჰყავს ე.წ. ლიცენზირებული (მუდმივი) წევრები (A ლიცენზიის მფლობელები), რომლებსაც ტურნირში მონაწილეობის გარანტირებული ადგილი აქვთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იასპარეზებენ ისინი საკუთარ შიდა ჩემპიონატებში).
BOOM: Valencia Basket, Dubai Basketball, Paris Basketball, and PAOK Thessaloniki are reportedly among the leading candidates for permanent spots in the EuroLeague🔥 According to @Urbodo and @BasketNews_com sources, the first decisions on expansion could be made as soon as November or December 2026. The process is expected to take place in three phases, with entry fees for new franchises set to start at €50 million per club👀 Via: @BasketNews_com | @Urbodo #paokbc #valencia #dubai #paris
— Basketballmaniacs_ (@bballmaniacs_) October 17, 2026