ბარსელონა ესპანეთის ACB ლიგის ნახევარფინალშია, მადრიდის რეალი ტურნირს გამოეთიშა!
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) პლეი-ოფის მეოთხედფინალის გადამწყვეტ, მესამე შეხვედრაში ბარსელონამ მურსია დამაჯერებლად, 100:76 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე სენსაციურად გამოეთიშა მადრიდის რეალი - მოქმედ ჩემპიონს ტენერიფემ სერიაში 2:1 აჯობა.
SÍ, BARÇAAAA! A SEMIFINALSSSSS!! pic.twitter.com/Y5G4AKFCEx
— Barça Basket (@FCBbasket) June 6, 2026
კატალონიელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბარსელონას რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ამერიკელ უილ ქლაიბურნსაც, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა.
ნახევარფინალში ბარსელონას მეტოქე სწორედ ნახევარფინალში სენსაციურად გასული ტენერიფე იქნება.
Rival confirmat 😉 pic.twitter.com/RMkt2TXx2k
— Barça Basket (@FCBbasket) June 6, 2026