Belive

შენგელიას დუბაიმ ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს კამარ ბოლდუინის თელ ავივის მაკაბი და თორნიკე შენგელიას დუბაი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს დარჩა - 74:80.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა თოკოზე მეტი ქულა ჩააგდო, მან 21:56 წუთში, 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი), 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თორნიკე შენგელიამ 11:57 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (5-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) და 2 მოხსნა დააგროვა.

მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა დუეინ ბეიკონმა ჩააგდო.

ევროლიგის ცხრილში დუბაი 9 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო თელ ავივის მაკაბი 3 მოგებითა და 10 მარცხით მე-18 ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელიას გუნდი ადრიატიკის ლიგაში პარტიზანის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება. კამარ ბოლდუინის გუნდი კი ისრაელის სუპერ ლიგაში ჰაპოელ ხოლონს შეხვდება, აღნიშნული შეხვედრა 21 ნოემბერს შედგება.

სხვა სტატიები