Belive

მარსელინიო უერტასი თორნიკე შენგელიასთან დუბაიში გადავიდა

6 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

საკალათბურთო გუნდი დუბაი გამოცდილ ბრაზილიელ გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს იმატებს. 43 წლის ლეგენდარული კალათბურთელი არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდში 2026/27 წლების სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.

ბარსელონაში ყოფნისას უერტასი დუბაის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ხავი პასკუალის ხელმძღვანელობით თამაშობდა, ახლა კი ისინი დუბაიში კვლავ ერთად იმუშავებენ. წარსულში მათ ერთად მიაღწიეს წარმატებას ესპანურ კალათბურთში და ევროპულ საკლუბო ტურნირებზე უმაღლეს დონეზე იასპარეზეს.

აქვე გეტყვით, რომ მარსელინიო უერტასი ტენერიფეში ასპარეზობდა და იქ გიორგი შერმადინის თანაგუნდელი გახლდათ, ხოლო დუბაიში ამჯერად თორნიკე შენგელიასთან ერთად იასპარეზებს.

თოკო და მარსელინიო კი ადრინდელ პერიოდში თანაგუნდელები იყვნენ, უფრო კონკრეტულად ისინი 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად - 2017/2018 და 2018/2019 წლების სეზონებში. მარსელინიო უერტასმა ბასკონიური კლუბი 2019 წლის ზაფხულში დატოვა და ტენერიფეში გადავიდა, ხოლო თორნიკე შენგელია გუნდის კაპიტანი და ლიდერი კიდევ ერთი სეზონი 2019/2020 წლების ჩათვლით დარჩა.

43 წლის გამთამაშებელი ტენერიფეში მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ლიგა ენდესაში საშუალოდ 15.1 ქულას, 3.9 შედეგიან გადაცემას და 17.4 ეფექტიანობის კოეფიციენტს (PIR) აგროვებდა.

უერტასის ანგარიშზე 200-ზე მეტი მატჩია ევროლიგაში, ორი სეზონი NBA-ში (ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში) და არაერთი ინდივიდუალური ჯილდო, მათ შორის - 2024/25 წლების ლიგა ენდესას MVP-ის ტიტული და ლიგის სიმბოლურ ხუთეულში არაერთხელ მოხვედრა.

სხვა სტატიები